წელს საქართველოს საგარეო ვალდებულებების მომსახურება 100 მილიონი ლარით ნაკლები დაუჯდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება და წელს შემცირდება ეს თანხა 100 მლნ ლარით, რაც გარკვეულწილად ვალუტის კურსის ანუ ლარის გამყარებით არის გამოწვეული წინა პერიოდთან შედარებით“, – განაცხადა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილის ინფორმაციითვე, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის მოსალოდნელი საპროგნოზო ზღვრული მოცულობა მშპ-ის 39,6%-ია.
This post was created with our nice and easy submission form. Create your post!